უკრაინის საბოლოო გამარჯვება შექმნის, საქართველოს და ჩემი გათავისუფლების წინაპირობას, ოღონდ ქართველებმაც უნდა გაანძრიონ ხელი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.

„ჩემი ტყვეობა და ის, თუ როგორ მეპყრობიან, არის ისტორიული სირცხვილი და რაღა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი ტყვე.  ჩემს წინააღმდეგ ე.წ. საქმეები შეუთითხნეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში მნიშვნელოვანი თანამდებობა დავიკავე და პუტინმა ხმამაღლა გამოთქვა ამით უკმაყოფილება. უკრაინის საბოლოო გამარჯვება და პუტინის მარცხი შექმნის საქართველოს და ჩემი გათავისუფლების წინაპირობას, ოღონდ ქართველებმაც უნდა გაანძრიონ ხელი. ჩემი საკითხი არ რის საქართველოს შიდა საკითხი, ის დიდი ომის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს. ჩემი ბედი ამიტომ წყდება ამ დიდ გეოპოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ  ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.