პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციამ მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა, რამაც "ოცნების" დეპუტატები გააღიზიანა და ოპოზიციის დეპუტატებს დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
შეგახსენებთ, შშმ პირის მშობელმა "ოცნების" დეპუტატებს ცოტა ხნის წინ, რუბლები გადმოყარა.