წინათ მდიდრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვის უკეთესი მანქანა ჰყავდა, ახლა სხვა დონის გამოწვევა გაჩნდა - ვის აქვს ეზოში საკუთარი ეკლესია, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„წინათ მდიდარი ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვის უკეთესი მანქანა ჰყავს, მერე სტანდარტმა აიწია და თუ ვინ აუშენა საპატრიარქოს ასლი-ეკლესია, ახლა სხვა დონის გამოწვევა გაჩნდა-ვის აქვს ეზოში საკუთარი ეკლესია. ლიდერი უკვე გამოიკვეთა, ახლა სხვების ჯერია“,- წერს გოცირიძე.