"ქალაბატონო ენძელა, თქვენ მითხარით, რომ აქ 2030-ის ხუთი წევრია და დესანტის ხელმძღვანელი ბრძანდებით თქვენ, ლეიტენანტი ენძელა მაჭავარიანი", - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობას"-ს თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ენძელა მაჭავარიანს.
"აქ ძალინ ბევრჯერ იქნა ნახსენები GDS-ი. GDS-ი სიმბოლოა რაღაცის, მაგრამ ეს კი არა მთავარი, მთავარია ის პროცესი რაც ამის უკან ინიღბება. მთავარია ის, რომ მოხდა ხელისუფლების ყველა რგოლის უზურპაცია, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის, ახლა კონსტიტუცია შემოვა, რომელიც საკუთარ თავზე მოირგეთ და ამის შემდეგ დაუმატეთ სასამართლო სისტემის სრული კონტროლი. საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა კიდევ ხელში. შემდეგ, GDS-იდან დაწყებული სხვა არხები და ფაქტობრივად მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებლის დაპყრობა, მაგრამ ეს არ არის მედია თავისუფლების საკითხი, ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პრობლემა.
შემისწორეს, ესენი GDS-ესელები არა არინო, დიახ, არ არიან, ესენი არიან სხვა რამის წევრები, ეს არის 2030-ი, 2030-ი ეს არის ივანიშვილის სექტა.
შექმნა 2030-ი რაღაც კონფერენცია, შეასრულა ფუნქცია და გაქრა. რა გააკეთა, გააკეთა ის, რომ როგორც ინკუბატორმა წარმოშვა ადამიანები, მიავლინა სხვადასხვ სფეროში, დაწყებული დიპლომატიური კორპუსით, დამთავრებული თბილისის მერიით და მთავრობით, პარლამენტშიც გადმოსხა დესანტი.
ქალაბატონო ენძელა, თქვენ მითხარით, რომ აქ 2030-ის ხუთი წევრია, დესანტის ხელმძღვანელი ბრძანდებით თქვენ, ლეიტენანტი ენძელა მაჭავარიანი", - განაცხდა რომან გოცირიძემ.