იმ “ბრძენ კაცს” მაგრად მოხვდება ლავროვისგან - დაჰპირდა სიმშვიდეს, ტაშ-ფანდურს და გემრიელ ხინკალს, სინამდვილეში კინწისკვრით იქნენ გაძევებულები - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მთავრობამ განაცხადა (მოიტყუა), არ ვიცოდით, შემოსული პირები სანქცირებულები თუ იყვნენო. რომც სცოდნოდათ, სხვანაირად მოიქცეოდნენ?
ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სახის ნორმატიული აქტი, რომელიც სანქცირებული პირების შემოსვლას კრძალავდეს. ვის შემოუშვებს და ვის არა, ამას სახელისუფლებო კლანი წყვეტს. რუს ოპოზიციონერებს უკან აბრუნებენ, სანქცირებულებს კი ხელგაშლილი ეგებებიან.
რაც რუსეთს ეხება, ამათთვის ყველა საკითხი პარლამენტში ტაბუდადებულია.
იმ “ბრძენ კაცს” კი მაგრად მოხვდება ლავროვისგან-დაჰპირდა სიმშვიდეს, ტაშ-ფანდურს და გემრიელ ხინკალს, სინამდვილეში კინწისკვრით იქნენ გაძევებულები.
ხალხის ძალა ესაა და არა იმათი ე. წ. ხალხის ძალა“- წერს გოცირიძე.