გასულ წელს 101 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. როგორც ჩანს, წელსაც არანაკლები იქნება. უმუშევრობა “შემცირდებოდა” აბა რა იქნებოდა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"უმუშევრობამ რუსეთში მიაღწია ისტორიულ მინიმუმს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ( 3%), რითაც ამაყობს რუსეთის ხელისუფლება. სინამდვილეში ამის მიზეზი არის რუსეთითან ხალხის გაქცევა მობილიზაციისა და ომით გამოწვეული მიზეზების გამო და შრომისუნარიანი პირების ჯარში “დასაქმება”. ეს მდგომარეობა საქართველოს მთავრობის დემაგოგიურ განცხადებებს ჰგავს უმუშევრობის შემცირების შესახებ. გასულ წელს 101 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. როგორც ჩანს, წელსაც არანაკლები იქნება. უმუშევრობა “შემცირდებოდა” აბა რა იქნებოდა"