ევროპული, ამერიკული და სხვა სანდო ქვეყნების კომპანიების წამლები ნელ-ნელა ქრება აფთიაქებიდან. ჯერჯერობით იაფი თურქული, ინდური თუ სხვა ნაკლებადსანდო მედიკამენტებით ხდება მათი ჩანაცვლება - გაუაზრებელი რეფორმები კიდევ უარეს შედეგამდე მიგვიყვანს. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრი ეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედკამენტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ევროპული, ამერიკული და სხვა სანდო ქვეყნების კომპანიების წამლები ნელ-ნელა ქრება აფთიაქებიდან. ჯერჯერობით იაფი თურქული, ინდური თუ სხვა ნაკლებადსანდო მედიკამენტებით ხდება მათი ჩანაცვლება. მერე ესეც პრობლემა გახდება. ერთი წლის წინ ასე არ იყო. მაშინ სხვა პრობლემა იყო - იაფი თურქული წამლებისთვის იყო დახურული ჩვენი ბაზარი. ერთი შეზღუდვა როგორც იქნა მოხსნეს, სხვა შეზღუდვები კი დააწესეს. ამან თავისი შედეგი უკვე გამოიღო - ადამიანებს დაუკარგეს არჩევანის საშუალება. გაუაზრებელი რეფორმები კიდევ უარეს შედეგამდე მიგვიყვანს. ეს მხოლოდ დასაწყისია." - წერს რომან გოცირიძე.