არ არსებობს დედამიწის ზურგზე პარლამენტი, სადაც ყოველ მეორე დეპუტატს მმართველი უმრავლესობიდან ემსახურებოდეს პერსონალური ავტომანქანა. ასეთი მხოლოდ ერთადერთია მსოფლიოში-საქართველოს პარლამენტი - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მართლაც რომ უპრეცედენტო ფაქტთან გვაქვს საქმე: საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” უმრავლესობაში არის 83 დეპუტატატი, აქედან 45-ს ემსახურება პერსონალური ავტომანქანა.
ვინ არიან ისინი:
-1 პარლამენტის თავმჯდომარე-3 ვიცე-სპიკერი-1 ფრაქციის თავმჯდომარე-1 უმრავლესობის თავმჯდომარე-7 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე-16 კომიტეტის თავმჯდომარე-16 კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილებიუჯეტის მუქთამჭამელები და საბიუჯეტო პარაზიტები-სხვა სახელი რა უნდა ვუწოდოთ ამათ!კიდე ერთი ამდენი ემსახურება აპარატებს, დამატებით ვიცე-სპიკერებს, ფრაქციებს და ა. შ. აქედან ოპოზიციას მხოლოდ სამი. მხოლოდ ამ სახის პრივილეგიებში ყოველწლიურად იხარჯება მილიონობით ლარი. საბოლოოდ ეს ფუფუნება გარდაისახება იმ ადმინისტრაციულ რესურსად, რომელიც მმართველ პარტიას ხმარდება საარჩევნო თუ არასაარჩევნო პერიოდში" - წერს რომან გოცირიძე.