აბსურდს ვისმენთ ახლა პარლამენტში, სადაც მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა ე. წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"აბსურდს ვისმენთ ახლა პარლამენტში, სადაც მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა ე. წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. იკრძალება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ქალის ან კაცის მიერ ბავშვის შვილად აყვანა. ძალზე ღრმად შეტოპეს ამ კანონპროექტის ავტორებმა. მაგალითად, დაობლდა არასრულწლოვანი ბავშვი, არც დედა ჰყავს და არც მამა, მისი შვილად აყვანა კი გადაწყვიტა დეიდამ, რომელიც არის ლესბოსური მიდრეკილების. მას ამ კანონის მიხედვით, ეკრძალება ამ ბავშვის შვილად აყვანა. ბუნებრივია, იგივე სახის აკრძალვა იმოქმედებს ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ბიძის ან სხვა ნათესავის მიმართ.
შუა საუკუნეებში აბრუნებენ ქვეყანას."- წერს რომან გოცირიძე.