პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, გარკვეულ პროდუქტზე ფასების დარეგულირება უახლოეს პერიოდში მოხდება.

"როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ეს ზრდა უნდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაარეგულიროს ფასები პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე.

კომისია იმსჯელებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ უახლოეს პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჭირდება მოსახლეობას, მაქსიმალურად იქნას ფასები დაწეული", - განაცხადა რიმა ბერაძემ.