ილჰამ ალიევის განცხადებას, აზია-ევროპის დამკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
"ბატონმა ალიევმა გააკეთა განცხადება, რომ ის აშენებს ახალ სატრანზიტო გზას, ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში პროცესების გაუმჯობესებას. თუმცაღა, მან, ასევე, აღნიშნა, რომ უალტერნატივოა ის გზა, რომელიც საქართველოში არსებობს და წლების განმავლობაში ახორციელებს. ამ კუთხით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები არის ორმხრივი და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას მოუტანს რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.




