მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დაზიანება - წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი. დეპუტატი რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ამტკიცებენ, რომ აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტა.

რატი იონათამიშვილი წერს, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს ობსერვატორიიდან და ეს დადგენილებაშიც
გარკვევით წერია, თუმცა აბასთუმნის პროექტის და ბიძინა ივანიშვილის სახელის დასაზიანებლად დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარაზიტები საქართველოსთვის კარგ ნაბიჯებს პირად ტრაგედიად აღიქვამენ.

"საქართველოში არიან პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც ყველაფერს კარგს რაც საქართველოსთვის ხდება, პირად ტრაგედიად აღიქვამენ. აბასთუმანს, რომელიც დღეს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი მიმზიდველია ასე უყურებენ და კადრულობენ ყველანაირ დეზინფორმაციას. პოლიტიკურ პარაზიტებს ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამის გამო არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.