სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა, რომ წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს - როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ 🤦♂️🤦♂️ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შუაში ზის). - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სამიტი - სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება." - წერს რატი იონათამიშვილი.