რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მოკლევადიანად ცდილობს, მოატყუოს ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე, რომელიც იონათამიშვილის თქმით, აღმოჩნდება, რომ „მხოლოდ სიცრუეს ეფუძნება“.

„რადიკალური ოპოზიცია 2-წუთიანი და 3-წუთიანი ტყუილებით გამოირჩევა, ვინაიდან მათი მსგავსი განცხადებები, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება-ხოლმე, რომ მხოლოდ სიცრუეს ეფუძნება. ასე მოკლევადიანად ცდილობენ, მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. ფაქტია, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამ ადამიანებმა სიცრუეზე ააგეს. ამიტომ, სიცრუის მოყვარული ადამიანების ადგილი, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არ არის. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ამ ყველაფერსაც გაეცემა საკადრისი ძალიან მტკიცე პასუხი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.