რატი იონათამიშვილი პარალიმპიადაზე საქართველოს წარმატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წელს ისტორიულად ბევრი მედალი მოიპოვა ჩვენმა გუნდმა. 

"უკვე შეიძლება ითქვას, რომ პარისი2024 არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ აქამდე ჯამში მხოლოდ 4 მედალი გვქონდა, ამ ეტაპზე კი გვაქვს უკვე 8 მედალი, თან ასპარეზობა ჯერ არ დაგვიმთავრებია. ყველა დღე სასწაულებს ჩადიან ჩვენი ბიჭები და გოგონები და მედალს მედალზე იგებენ და ეს დამატებითი მოტივაცია იქნება ყველა შშმ პირისათვის, რომ გახდეს პარალიმპიური ოჯახის წევრი და ჩვენ ერთად ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებებზე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.