ოპოზიცია საკუთარ თავს პოლიტიკურ ხარაკირს უტარებს, რაც ქართული დემოკრატიისთვის, შეიძლება, კარგიც იყოს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას უდგას, ის ყველაზე ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, დღევანდელი აქციას იმის დასტურია, რომ ოპოზიციას იმის უნარი არ აქვს, რომ არჩევნების შედეგები და საკუთარი კატასტროფული მარცხი აღიაროს.
„ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ქვეყანა არეულობის ჭაობში ჩაძირონ. მათ ამის საშუალებას არავინ მისცემს, უბრალოდ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ აგენტურას წარმოადგენენ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის განადგურების ბრძანება აქვს მიღებული, თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას გაანადგურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.