პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, დეკანოზ შალვა კეკელიასთან აქციის მონაწილე რადიკალების მივარდნას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გადასული ბოლშევიზმის სახე.

“მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ… ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე.” - წერს რატი იონათამიშვილი.

ტაძარში ვიყავი, ნათლობა უნდა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ, დამიწყეს ჯერ ყვირილი. მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით - ჩვენ გვეუბნებიან მოღალატეებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან, რატომ მეძახიან მოღალატეს, რა გავაკეთე? -  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.