ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

„ოპოზიციური პარტიის, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ახლახან დააკავა. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავისუფალი იყო. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში.

შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული.