"ქართული ოცნების"  პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში  გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

•  სამტრედიის  ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;
• ხონის ორგანიზაციას -  ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე; 
•  წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.


26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.