პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიება დღეს, გურიაში გაიმართება.
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები გურიაში გაგრძელდება. დღეს, ქალაქ ოზურგეთში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე." - ნათქვამია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.