ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერმინისტრი შეხვედრას ნიკა გილაურთან.
"პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ მინისტრობის კანდიდატია." - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ექსპრემიერ ნიკა გილაურს შეხვდა, რის შემდეგაც ნიკა გილაურმა პრეზიდენტის სასახლე უკომენტაროდ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა გილაურის შეხვედრა, სავარაუდოდ, „ტექნიკურ მთავრობას" უკავშირდებოდა.