"ჩემთვის კითხვა ასე არ ისმის რატომ", - ასე პასუხობს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი "ტვ პირველის" წამყვანის კითხვაზე - რატომ მოაწერა ხელის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. 
"არ აქვს მნიშვნელობა, მესამე იქნება, მეოთხე თუ მეხუთე. რადგან, ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც უნდა დავიცვათ. გარდა ამისა, მე ვარ ჰუმანისტი, რომლისთვისაც მთავარი პრინციპი არის მიმტევებლობა. მით უმეტეს, რომ მოქმედი ხელისუფლება სჯის წინას, ეს ჩემთვის პირდაპირ აღიქმება როგორც რევანში, შურისძიება და პოლიტიკური დევნა. მოდით, ასე ვთქვათ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ, თავისი თავი დაისაჯონ და მერე გასწორებულ სამართალში ყველას მიეზღოს თავისი", - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.