საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,  ნატო-სთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნატო-სთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია, ხოლო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ვარლამ ავალიანი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.