მე ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს Georgian Airways-ზე, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
" მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის "აირზენას" ხელში იქნება, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა