ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით,სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

„ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში გაიშალა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი ამის მკაფიო დადასტურებაა. უბრალოდ სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში ვიხილეთ. როდესაც კანონს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აკრიტიკებ, ეს არის სამარცხვინო“ , - განაცხადა კობახიძემ.

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა