საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას სჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება“, - განაცხადა პრემიერმა