შემთხვევით, ელენე ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიას - „დროა“ შექმნილი ჰქონდა ფიქციური არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის მისამართი, ხელმძღვანელი, „ფეისბუქის“ გვერდი, ყველაფერი იგივე იყო და ერთ-ერთი ევროპული ფონდი 2-3 წლის განმავლობაში ამ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ურიცხავდა თანხებს, რაც არ იყო საგრანტო პროექტზე აგებული დაფინანსება.

„პირდაპირ ურიცხავდნენ თანხებს ხელფასებისთვის და ოფისებისთვის. ეს არსად ეწერა. ერთხელ წამოსცდა ხოშტარიას და „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფინანსდა EED-ის მიერ და ამისთვის მადლობას უხდის. შემთხვევით გავიგეთ, არსად წერია ეს, დღესაც ვერ ნახავთ ვერანაირ ინფორმაციას, ვის რამდენი და როგორ ჩაერიცხა, მაგრამ შემთხვევით, წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი. საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. თქვენ ხომ ხართ დაინტერესებული, არსებობდეს კანონი, რომელიც თქვენ ამ მინიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით? მაშინ რატომ არ მოგწონთ ეს კანონი?!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს მხარი დაჭირა

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ