მშვიდობის შენარჩუნება არის რა თქმა უნდა ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა - ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.













