ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკო-ს მიერ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკოს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც,  „ქართულ ოცნებას“ ექნება 60 პროცენტი.

ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.