პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ და საკრებულოებში საკუთარი ფრაქციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში - კასპის, ქარელისა და გორის საკრებულოებში გაიმართა.
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილობრივი ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
"ვაგრძელებთ რეგიონებში შეხვედრებს, მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში, "ხალხის ძალის" ფრაქციის წევრებთან. საკმაოდ დატვირთულია, ინფორმაციას ვცვლით ერთმანეთში, მათ შორის, რეგიონული პრობლემების, მუნიციპალური პრობლემების შესახებ. შესაბამისად, გაგრძელდება ეს შეხვედრებ, რეგიონებში, რაც, თავისთავად ზრდის უკვე ჩვენი პარტიის, "ხალხის ძალის" რეიტინგს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




