ავიაცია მიჩნეულია სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციებია, ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა. საქართველოსთვის ავიაცია არის შესაძლებლობა ტურიზმისთვის, ინვესტიციებისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, ადამიანების დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში, მფრინავმა პიტერ სოდერმანსმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს, აქ შეიძლება ქვეყნების, კულტურების და ადამიანების დაკავშირება.

„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე, მე გახლავართ საპატიო კონსული ლუქსემბურგში, ასევე ამ ავიაექსპედიციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს საღამო პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვახსოვს ქალბატონ მარიამთან დისკუსია ლუქსემბურგში, როგორ ვფიქრობდით, კერძო პილოტები მოგვეწვია საქართველოში. იმ დროს ეს ჯერ კიდევ გეგმა იყო, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც ვუყურებთ ამდენ პილოტს, ამდენ საჰაერო ჰომალდს, რომელიც საქართველოშია ჩამოსული, აღმოჩნდა, რომ ეს გეგმა მართლაც იქცა რეალობად. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს, რომელიც მხარს უჭერდა ამ ექსპედიციას ძალიან აქტიურად. მისი ჩართულობა პროტოკოლის ფარგლებსაც კი გასცდა. ის თვალს ადევნებდა პროექტის განხორციელებას, ჩართული იყო მომზადების პროცესში. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდით იყო. მე მყავს ორადგილიანი, მცირე ზომის თვითმფრინავი, აქ ბათუმიდან ჩამოვფრინდით და ეს გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იყო. რამდენიმე დღის წინ ეს თვითმფრინავები გაფანტული იყო ევროპაში, მაგრამ დღეს საქართველოში მოვიყარეთ თავი. პილოტების 95% საქართველოში პირველად ჩამოფრინდა, ისინი ნამდვილად არ იცოდნენ, რა ელოდათ. საქართველოში რაც ვნახეთ, გასცდა ჩვენს მოლოდინს, აქ იყო შესანიშნავი პეიზაჟები, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, ავიაციის მიმართ ღიაობა. ამ ყველაფრის დანახვა ძალიან სასიამოვნო იყო“, – განაცხადა პიტერ სოდერმანსმა.

მისი თქმით, ავიაცია უფრო მეტია, ვიდრე ერთი აეროდრომიდან მეორე აეროდრომზე დაშვება.

„აქ თავს იყრიან მეწარმეები, ოჯახები და ხშირად ეს სცდება უბრალოდ ტურიზმს. ჩევნ არიან პილოტები იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი დელეგაციაა თურქეთიდან და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნიდან. ისინი ამ სასტუმროში დარჩებიან, ისიამოვნებენ რესტორნით, ღვინით, ეწვევიან რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გახდა მაღალი ფასეულობის კარიბჭე მაღალი ღირებულების ტურიზმისთვის საქართველოში. ჩვენი ექსპედიცია არ იყო უბრალოდ პილოტების ჯგუფის ჩამოყვანა. ჩვენ გვინდოდა, გაგვეხსნა კიდევ ერთი კარი საქართველოსთვის და გვეჩვენებინა პილოტებისთვის მთელი ევროპის მასშტაბით, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა შეიძლება. აქ გულითადად გვიღებენ კარს და ამ ქვეყნის კარგად დათვალიერება ღირს. ამას გავუზიარებთ მეგობრებს ევროპაში. ავიაცია მიჩნეულია ისეთ სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციებია, სადაც ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა, რადგან საქართველოსთვის ავიაცია უკვე არის შესაძლებლობა – შესაძლებლობა ტურიზმისთვის, შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, შესაძლებლობა ასევე რეგიონული განვითარებისთვის, შესაძლებლობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს. ამბასადორის საავიაციო სოფელში რაც შეიქმნა, ეს არის მარტივი გზავნილი საერთაშორისო ავიაციის საზოგადოებისთვის, რომ საქართველო კარს უღებს ავიაციას, საქართველო მიესალმება პილოტებს და ის ღიაა მსოფლიოსთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ავიაციის წარმომადგენლებს, ასევე „ამბასადორი ჯგუფს“, ბატონ თორნიკე ქებურიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა, ექსპედიციის განხორციელებაში. აქ აპრილში ვიყავი და როდესაც ჩამოვედი, თორნიკე ქებურია მაჩვენებდა ამ ადგილს და მეუბნებოდა, რომ აეროდრომის აშენება უნდა, მაგრამ იმ დროს ეს მიწა მისიც კი არ იყო. ეს იყო მისთვის დიდი გამოწვევა და 4 თვეში მან ეს პირობა ნულიდან შეასრულა. ამბობდნენ, რომ ავიაციის რუკაზე ეს ადგილი არ არისო და სად მიგყავართო. ბატონი თორნიკე აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩვენი ექსპედიცია არ უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბასადორი ელჩები ჩვენს ქვეყნებში. ყველას უნდა მოვუყვეთ კახეთის შესახებ, ბათუმის შესახებ, ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესახებ და აქ არსებული სტუმართმოყვარეობის შესახებ. საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს. აქ შეიძლება ქვეყნების დაკავშირება, კულტურების დაკავშირებად და ადამიანების დაკავშირება“, – განაცხადა პიტერ სოდერმანსმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.