“ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები თამაშობენ ერთ გუნდში და ემორჩილებიან ივანიშვილს, რომელსაც ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნის და ამიტომ ჰყავს გამოკეტილი საკანში.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
"მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ეს პროცესი არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, როდესაც პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ექვემდებარებიან ივანიშვილს. ერთ მხარეს არიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეთ ყოფნაც აშინებს რეჟიმს და ამიტომ უნდათ, რომ იყოს საკანში გამოკეტილი.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა მედიასთან.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ბრალდებულების, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელი პროცესი საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადადო
საქმეში ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა ახალი ადვოკატის, გიორგი ჩალაძე ჩართვა მოითხოვა, ხოლო ადვოკატების შოთა თუთბერიძე და შოთა კახიძის აცილება მოითხოვა. რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ სხდომათა დარბაზში განაცხადა: თუ მიხეილ სააკაშვილი კიდევ დააყენებს შუამდგომლობას, მე-7 ადვოკატის შეცვლაზე, სასამართლო დანიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე