„ოცნების“ რეჟიმის მართვაში არსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რუსთავი 2“, რეჟიმის დაკვეთით, წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აგრძელებს ყალბ, დეზინფორმაციულ და ღირსების შემლახავ კამპანიას გიორგი გახარიას მისამართით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავთ ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში", - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია "გახარია საქართველოსთვის ავრცელებს.
„ოცნების“ რეჟიმის მართვაში არსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რუსთავი 2“, რეჟიმის დაკვეთით, წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აგრძელებს ყალბ, დეზინფორმაციულ და ღირსების შემლახავ კამპანიას გიორგი გახარიას მისამართით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავთ ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში.
„რუსთავი2“ წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს. ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.
ტელეკომპანია იმედი-სა და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, „რუსთავი2“ გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა.
გუშინ „რუსთავი 2“-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია „საქართველოსთვის“ ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია.
ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა „რუსთავი2“ საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა.„რუსთავი 2“-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ: 18 სექტემემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ განცხადებას გაავრცელა:
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გუნდის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.