ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა, მაია სირაძემ, კახა კახიშვილმა და კახა მაისურაძემ, პარლამენტში ახალ საკანონმდებლო წინადადება – „ცვლილებები და დამატებები საგადასახადო კოდექსში“ დაარეგისტრირეს.

ახალი ინიციატივა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დღგ-ს გადამხდელთა რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულო 100 000-ლარიანი ზღვრის 500 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, ინიციატივის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება, საგადასახადო ტვირთის შემცირება და ეკონომიკური აქტივობის წახალისება, რაც საშუალო ფენის შექმნას განაპირობებს, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის მნიშვნელოვანი გაზრდის გზით. მისი თქმით, არსებული ზღვარი 100 000 ლარი, მიღებულია 20 წლის წინ.