პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
თამაზ ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა არცერთს მიუცია.
ცნობისთვის, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.




