გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილის კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა.




