პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.