სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება. ეს სურვილია, უფრო სადღეგრძელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას.
სალომე ზურაბიშვილი: კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები
მისი თქმით, პატრიარქის არჩევის საკითხი საპატრიარქო გადასაწყვეტია.
„პატრიარქი რომ მხცოვანია და ასაკშია, ყველამ ვიცით. საპატრიარქოს თავისი მართლგამგეობის შესახებ დამტკიცებული აქვს წესი და ყველაფერი იმის მიხედვით უნდა მოხდეს. კარგი არის ის, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში და არც საპატრიარქო ერევა საერო საქმეებში. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანიზაციამ, საპატრიარქომ, ვინც ირჩევს პატრიარქს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა „სუსტში“, პაატა მანჯგალაძემ თქვა:
„ალბათ, მხცოვანი უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა და არა სუსტი. ეს მისი პოზიციაა“.