8 ივლისს განაცხადს გავაკეთებთ დიდ ერთობაზე, ბევრი საინტერესო ადამიანია პარტიებს მიღმა, ერთობა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ვინმეს მოსწონს თუ არა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ყველაზე ძლიერი პარტიაა“.
„ერთობის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის მარტო. ეს იქნება კოალიცია ხალხთან. ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება, ყველა თაობის, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდები.
გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია, მაგრამ უნდა ავხსნათ, ჩვენ რატომ ვართ კარგი. დაველოდოთ 8 ივლისს. განაცხადს გავაკეთებთ დიდ ერთობაზე. ბევრი საინტერესო ადამიანია პარტიებს მიღმა. ვისაც ვისთან მიესვლება, ერთმანეთთან საუბრობენ. კარგია, თუ ბოკერია-გვარამია ერთად იქნებიან, ეს ჩვენი საქმე არ არის. სააკაშვილის შეთავაზება იცით ერთიან სიაზე და ვისაც ეს არ მოსწონს, გზა დაგვილოცნია. დიდი ერთობა თუ იქნება, პარტიული ატრიბუტები არ უნდა იყოს, ჩათვალეთ, პარტნიორებთან ცალმხრივი სიყვარული გვაკავშირებს, რადგან დიდი ერთობის მომხრე ვართ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.