რეჟისორი ნანა ჯანელიძე ვითომ თეა წულუკიანისგან კინოს დაცვას ცდილობდა, ახლა აღმოჩნდა, რომ კინემატოგრაფია თავად ჯანელიძისგან გახდა დასაცავი 

„როგორ შეიძლება არ დაეთანხმო თეა წულუკიანს 😊 რეჟისორი ნანა ჯანელიძე მას აკრიტიკებდა არგუმენტით, რომ ვითომ კინოს დაცვას ცდილობდა მისგან. ახლა აღმოჩნდა, რომ კინემატოგრაფია თავად ნანა ჯანელიძისგან გახდა დასაცავი :)) კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მას უპირისპირდებიან იმ ფილმთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი (მართალი გითხრათ, მე ფილმი არ მინახავს) და დაფინანსების საკითხი, უამრავი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მინდა შეგახსენოთ, რომ თეა წულუკიანის უზომოდ დიდი დამსახურებაა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთთან მიმართებით თავისი სიმართლე დაამტკიცა, რუსეთს ოკუპანტი დაერქვა და მისი ქმედებები ომის წარმართვასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებასთან დაკავშირებით  სტრასბურგის სასამართლოში ოფიციალურად გაფორმდა“,- წერს ნინო წილოსანი.