არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

კერძოდ, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ევროკომისიაში ამბობენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ.

ნინო წილოსანის თქმით, პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ.

„არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ.

სამწუხარო ის არის, რომ ისლანდიის გადაწყვეტილება, არ გაწევრიანდეს ევროკავშირში განპირობებულია თავად ბრიუსელის ძალიან ნეგატიური და მავნებლური პოლიტიკით, რომელმაც ამხელა სკეპტიციზმი გამოიწვია ხალხში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.