მონა.ჯი არის უსუსური მცდელობა, რომ თავიანთი ცოდვები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის, რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულით არავინ შეშინდება.
„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ამ ბოლშევიკურ ორეულს სხვა მეთოდი არ აქვს, ისინი ჩარჩნენ ბოლშევიკურ აზროვნებაში და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, რომ ადამიანები შეაშინონ. ეს 20-30-იანი წლები აღარ არის, ეს ბოლშევიკური მეთოდები მათ არ გაუვათ“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიასთან შექმნეს პლატფორმა, სადაც, ჯაფარიძის თქმით, „რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.