თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ....ის კი რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც! - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ვატო შაქარიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც თავის მხრივ, აფასებს პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორების ფაქტს:
"მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით....თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ....ის კი რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც! ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.