საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო - ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ...
თუმცა, რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების "გაშავებას", უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მართლაც, არც თუ ცოტა აქვთ დასამალი.. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში:
"შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამალვისა და "სხვა რეალობის" შექმნის პროცესში, ოცნების პროპაგანდა საკუთარ ფსკერსაც კი ჩაცდა.
არ უნდა არსებობდეს "მოწმე", რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ იბრძოლა სიცოცხლისთვის და ისე გადარჩა...ან თუ არსებობს უნდა "გააშავონ".
არ უნდა არსებობდეს მეცნიერი, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ სტიქიის არა, მაგრამ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ახლა ცდილობენ თეა გოდოლაძის გაშავებას, რომ შეცვალონ რეალობა.
საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო - ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ...
თუმცა, რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების "გაშავებას", უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მართლაც, არც თუ ცოტა აქვთ დასამალი.."