კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ "მშვიდობით სავსე" საახალწლოდ მორთულ ქალაქში - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი სამხედროს დაღუპვას.

"კიდევ ხუთი გმირი შეეწირა რუსულ აგრესიას, აგრესიას, რომელსაც სურს მოსპოს ყველა, ვინც თავისუფლება აზრად გაივლო, ვინც მისთვის იბრძოლა და ვინც არ დანებდა.
კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ "მშვიდობით სავსე" საახალწლოდ მორთულ ქალაქში.
თუმცა, ქართველებმა ვიცით - უკრაინის ომი ჩვენი ომია, თავისუფლების იდეას დამარცხება არ უწერია და ჩვენი ადგილი ევროპაშია.
თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს უკრაინაში და გაიმარჯვებს საქართველოში!
გაგვიმარჯვია ღირსებითა და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით!
დიდება გმირებს!"

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.