ბიძინასთვის 2012ში ხმის მიცემა რომ შეცდომა იყო, ამისი აღიარების მოთხოვნა რას იძლევა, მე არ მესმის. დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს. მით უმეტეს, შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა. 
მოიხადა ვიღაცამ ბოდიში, და ამით ან მე რა, ან ჩვენ, ან საქართველოს? თუ უნდა ვინმეს ბოდიშის მოხდა, მისი პირადი საქმეა. საერთოდაც, ბოდიშის თქმა ადამიანის პირადი საქმეა. ბოდიშის არ თქმაც. - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"ის, ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა. 

ამიტომაც გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, "მომინდება და გადავირჩევ" რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც 🙂 

პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია. 

ამიტომ, ბოდიშით თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით თუ უამისოდ, ჩემთან "დამეგობრებით" თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012ში არგო 🙂
საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას. 

და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ქვია." - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".