საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ისტორიაში, „ახალის“ რეიტინგი ყველაზე მაღალია ახლად შემოსულ პარტიათა შორის,- ამის შესახებ „ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მთავარი არხის" დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გამოეხმაურა.

„იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის დათვლის საბოლოო შედეგი ალოკაციით: 
ოცნება - 37.4%
ენმ - 18.8%
ახალი  - 13.8%
გახარიები - 5.2%
ლელო 4.7%
საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ისტორიაში, ახალის რეიტინგი ყველაზე მაღალია ველზე ახლად შემოსულ პარტიათა შორის (ჩვენ შემთხვევაში, 3 კვირის პარტიაა) 
ყველაფერი წინაა“,- წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისათვის, ISSA -ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა:

ქართული ოცნება -31.4%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი 9.6%

ახალი - 9.1%

საქართველოსთვის - 3.3%

ლელო საქართველოსთვის - 3.0%

ლეიბორისტული პარტია - 1.7%

ევროპული საქართველო - 1.4%

კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%

მოქალაქეები - 1.4%

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%

ხალხისთვის - 1.1%

გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%

გირჩი - 1.0%

სამართლიანობისთვის -0.4%

ხალხის ძალა - 0.4%

პატრიოტთა ალიანსი - 0.4%

ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%

რესპუბლიკური პარტია - 0.2%

კანონი და სამართალი - 0.2%

სხვა პარტია - 0.2%
არ წავალ არჩევნებზე - 3.3%
არცერთ პარტიას - 6.9%
არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია - 17.3%;
უარი პასუხზე - 3.6%