"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა. ჯილდო მას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევში, რადას შენობაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადასცა.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!" -წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.