მე „ბლატნოების“ მართული პარტიის წევრობა არ მინდა, იმ ვითარებაში, როცა მე ვარ „ბლატნოი“,- ამის შესახებ „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„მე „ბლატნოების“ მართული პარტიის წევრობა არ მინდა, იმ ვითარებაში, როცა მე ვარ „ბლატნოი“ და მე ამ პარტიაში [„ახალში“] როგორმე შემიძლია ვიყო „ბლატნოი“, არ მინდა არ ვიქნები, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, იმიტომ რომ თუ „ბლატნოები“ მართავენ პარტიას, ეს ნიშნავს, რომ ქვემოთ მყოფები არის მასა და მასის თავმჯდომარეობა, მე არ მინდა, მე მინდა მოაზროვნე, ნათელი, მომავალზე ორიენტირებული და საქმის შემძლე, გადაწყვეტილების უნარიანი ადამიანების თავმჯდომარეობა",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.