“კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს
ოფისის დირექტორმა.

"ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება - 62 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება.
მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
“ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება
ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” - განაცხადა ალან გილამმა.